ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება 
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება 

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას Batumi State Maritime Academy საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება, -ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა.

გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.