ბათუმის საბაგიროს ელექტროენრგიის მიწოდება 18.00 საათისთვის აღუდგება
ბათუმის საბაგირო რამდენიმე საათია, გაჩერებულია. მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა.
როგორც პირველ არხს საბაგირო გზის მიმღები სადგურის მენეჯერმა, მირანდა ლამპარიძემ განუცხადა, გონდოლებიდან მგზავრების გამოყვანა სათადარიგო გენერატორის ავტომატურად ჩართვის შედეგად მოხერხდა.
„გაჩერების მიზეზი შუქის გამორთვა გახდა. გონდოლებში ვიზიტორები დარჩნენ, თუმცა შეფერხება პრაქტიკულად არ ყოფილა, მალევე ჩაირთო სათადარიგო გენერატორი და მგზავრების გამოყვანა მოვახერხეთ. ახლა საბაგირო გაჩერებულია, ჩვენი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათისთვის უნდა აღდგეს“, – განაცხადა მირანდა ლამპარაძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ საბაგირო გზა ინფორმირებული იყო.