„ბათუმის რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს
„ბათუმის რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეებმა“,  „მწვანე მომავალმა“,  საზოგადოება „ბათუმმა“ და მოქალაქეებმა სანაპიროზე „რივიერას“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციაზე ისმოდა შეძახილები: „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბათუმი გადაშენდა“, „ცათამბჯენები აშენდა“, „წაგვართვით მწვანე ზონები“.

„რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობის პროექტს წელიწადზე მეტია აპროტესტებს სხვადასხვა ორგანიზაცია, თუმცა მშენებლობისთვის სამზადისი მაინც მიმდინარეობს და პირველი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა უკვე გაიცა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმით აქტიურად გააგრძელებენ.