ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თუმცა, როგორც მედიკოსები ამბობენ, პაციენტი აპარატზე პრევენციის მიზნით რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა ოპერაციის შემდეგ იგი დღეს დილიდან უკვე კონტაქტურია და რეაბილიტაციის პროცესს იწყებს. მართვით სუნთქვაზე პრევენციის მიზნით რჩება“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.

დაჭრილი დღეს დილით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.