ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მძიმედ ფასდება რვა პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას.
რეანიმაციაში იმყოფება 23 პირი. კლინიკაში მოთავსებულ 143-ვე პაციენტს აღენიშნება პნევმონია.
ამასთან, ინფიცირებულებს შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი.