ბათუმის ორ ცხელების ცენტრში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე 25 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ორ ცხელების ცენტრში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე 25 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ორ ცხელების ცენტრში დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე 25 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

აჭრის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოკვლევები პაციენტებს ძირითადად ონლაინ შეტყობინების შედეგად დაუნიშნეს. პარალელურად დღესვე უნდა გახდეს ცნობილი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ხუთი პირის განმეორებითი კვლევის შედეგიც.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეგიონში მოქმედი 25 საკარანტინო სივრცე 2000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა პერიოდულად ხდება შევსებაც, ძირითადად თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე და დღეისთვის კარანტინში რჩება 1800 პირი.