ბათუმის ლაბორატორიაში დღეს საბაჟოს 74 თანამშრომლის ტესტების პასუხს ელოდებიან.
მებაჟეებს ახალ კორონავირუსზე რისჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში იკვლევენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში უკვე გამოკვლეულია 1 275 მედიკოსი, საკარანტინო ზონების 250-ზე მეტი თანამშრომელი და 150 მებაჟე. ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.
სულ აჭარაში ტესტი 5000-მდე პირს ჩაუტარდა.