ბათუმში საბაჟოს თანამშრომლების ტესტების პასუხს ელოდებიან

12:26, 04.05.2020

ბათუმის ლაბორატორიაში დღეს საბაჟოს 74 თანამშრომლის ტესტების პასუხს ელოდებიან.

მებაჟეებს ახალ კორონავირუსზე რისჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში იკვლევენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში უკვე გამოკვლეულია 1 275 მედიკოსი, საკარანტინო ზონების 250-ზე მეტი თანამშრომელი და 150 მებაჟე. ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

სულ აჭარაში ტესტი 5000-მდე პირს ჩაუტარდა.

მსგავსი