ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით, ფუნქციონირებას ხვალიდან დროებით შეწყვეტს
ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით, ფუნქციონირებას ხვალიდან დროებით შეწყვეტს

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 8 სექტემბრიდან დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.

„შენობის სრული დეზინფექციის მიზანი, COVID-19-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.