ბათუმის ინფექციურში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ოთხი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხივე მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში” შვიდი ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის საშუალო სიმძიმის, ხოლო ერთის კი მძიმე. საკარანტინო ზონაში კი 1800-ზე მეტი ადამიანია.