ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსსა და მეეზოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსსა და მეეზოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ტუბერკულოზის განყოფილების ექიმსა და მეეზოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, ციური აბულაძის განცხადებით, ინფიცირებულებს „კოვიდ-19“ მორიგი გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ.

მისივე თქმით, კლინიკის ყველა თანამშრომელს მიზნობრივი ლაბორატორიული კვლევა უტარდება, ხოლო სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„კორონავირუსი მეეზოვესა და ერთ ექიმს დაუდასტურდა. მათ გეგმური კვლევა ჩაუტარდათ და ინფექცია ასე გამოიკვეთა. ყველა დანარჩენი თანამშრომლის კვლევის პასუხი უარყოფითია. ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა ციური აბულაძემ.