ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 40 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს დილით აღებული 40 პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ცხელების ცენტრში შესულ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ინფექციური საავადმყოფოსა და ასევე ლუგარის ლაბორატორიებში გადაგზავნილი სხვა ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
დღე-ღამეში ორივე ლაბორატორიაში სამასზე მეტ პირს იკვლევენ. აჭარაში სულ 4 300 პირს ჩაუტარდა ტესტი.