ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მატების გამო იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქე მოათავსეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მატების გამო იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქე მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღეს 40 წლამდე ასაკის ქალი მოათავსეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი 2 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, დღეს კი, მას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.

კვლევის შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ბათუმის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ აღნიშნული ერთი მოქალაქეა მოთავსებული.

ამასთან, დღეიდან კორონავირუსის გამოკვლევა ბათუმის ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი.