ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექვსი პაციენტის ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან

11:43, 23.03.2020

დღის ბოლოს გახდება ცნობილი იმ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხები, რომლებიც გუშინ, გვიან ღამით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსივე პირი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

კლინიკაში რჩება სამი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საკარანტინო ზონაში აჭარაში 900-ზე მეტი პირი იმყოფება.

მსგავსი