ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს დღეს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს დღეს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს დღეისთვის ელოდებიან. კლინიკის ექიმის, დავით მურვანიძის განცხადებით, ისინი ტემპერატურის მატების გამო გუშინ მოათავსეს ბოქსირებულ განყოფილებაში.

საავადმყოფოში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტიც. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ინფიცირებული არის ძალიან კარგად, არის მხნედ და ჩვენც გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. არ აქვს არანაირი გართულება“, – განაცხადა ექიმმა დავით მურვანიძემ.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების რაოდენობა გაზრდილია. ბოლო მონაცემებით, იზოლირებულ პირობებში 600-მდე პირი იმყოფება.