ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნებული სამი პირი მოათავსეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს იტალიიდან დაბრუნებული სამი პირი მოათავსეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა პრევენციის მიზნით, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიაში.
დღემდე, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 20 პირი იყო შეყვანილი, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.
ბათუმში 30-ზე მეტი პირი იმყოფება კარანტინში, 70 კი, თვითიზოლაციაში.