ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი ინფიცირებული პაციენტი რჩება. ავსტრიელმა პილოტმა, რომელიც ასევე მოთავსებული იყო ბოქსირებულ განყოფილებაში, ბათუმი გუშინ, გვიან ღამით, სპეცრეისით დატოვა.

„ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37,5. სხვებს ამ დრომდე რაიმე სახის გართულება არ აღენიშნებათ“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, დავით მურვანიძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. ისინი საკარანტინო ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

საკარანტინო ზონაში აჭარაში 1 100-მდე პირია მოთავსებული.