ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის კორონავირუსზე ექვსი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსივე პაციენტი საკარანტინო სივრციდან ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს.
ამჟამად აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტია, რომელიც მკურნალობას ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ გადის. შვიდი პირიდან ხუთ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
კლინიკა „მედალფაში“ მყოფი ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი ხელოვნურ სუნთვაზეა გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას აქვს ქრონიკული დაავადებები. კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ 70 წელს გადაცილებულ მამაკაცს რესპირატორული დისტრესსინდრომი აქვს. პაციენტი საქართველო-აშშ-ის მოქალაქეა.
საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხირივი პნევმონია აქვს.
აჭარაში სულ 12 საკარანტონო სივრცეა, სადაც 1800 ზე მეტი მოქალაქეა გადანაწილებული.