ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ცხელებით 16-მა მოქალაქემ მიმართა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ცხელებით 16-მა მოქალაქემ მიმართა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ცხელებით 16-მა ადამიანმა მიმართა.

ინფექციური კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე ადასტურებს, რომ კლინიკას ამჟამად 23 პაციენტი ჰყავს. მისი განცხადებით, მოქალაქეებმა ინფექციურ კლინიკას მას შემდეგ მიაკითხეს, რაც აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ცხელების ცენტრად გამოცხადდა.

„23 პაციენტი გვყავს, მაგრამ მათგან ვირუსის საეჭვო სიმპტომებზე მხოლოდ შვიდის გამოკვლევა მოხდება და პასუხები გვეცოდინება საღამოს ან გვიან ღამით. პაციენტთა მოსვლა იმას უკავშირდება, რომ კლინიკა გამოცხადდა ცხელების ცენტრად. ადამიანები მოდიან 37 გრადუსი ტემპერატურით და ვიღებთ, მაგრამ დღეს გვაქვს მხოლოდ შვიდი საეჭვო შემთხვევა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ციური აბულაძემ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ვირუსის სიმპტომებით ხუთი პირი კარანტინის ზონიდან, ორი კი, სარფის საბაჟოს გადმოკვეთის შემდეგ გადაიყვანეს.