ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე წაუგებელია
ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე წაუგებელია

ეროვნულ ლიგა 2-ის მე-10 ტური 2 მატჩით დასრულდა. ერთ-ერთმა ლიდერმა „გაგრამ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან თავი ვაჟა ლომაშვილმა (50 წუთი) და ბენჯამინ ტეიდმა (83 წუთი) გამოიჩინეს.

ბათუმის „დინამო“ კი ზედიზედ მეორე შეხვედრაა, საკუთარ მოედანზე, ანგისას ბაზაზე თამაშობს და 100-პროცენტიან შედეგს აჩვენებს.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ამჯერადაც სავსე ტრიბუნების წინ ითამაშეს – ბათუმელთა მეტოქე „თელავი“ გახლდათ და მე-12 წუთზე ჯოვინო ფლამარიონის გოლით დაწინაურდნენ. თელაველებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ 66-ე წუთზე გიორგი მურველაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააგდეს, კაცნაკლულმა სტუმრებმა ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ, „დინამომ“ 1:0 გაიმარჯვა.

ბათუმის „დინამო“ 18 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა. გათამაშებას 21 ქულით „ვიტ ჯორჯია“ ლიდერობს, ხოლო ბოლოზე 4 ქულით ქობულეთის „შუქურაა“.