ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ და ბათუმის „დინამომ“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „გაგრამ“ მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა, დაძაბული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში, რომელიც „პეტრიაშვილი არენაზე“ ჩატარდა, ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს – მე-6 წუთზე „დინამოს“ ალბანელმა ლეგიონერმა უერდი მარამ შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა და ბათუმელები ეფექტური გოლით დააწინაურა.
„გაგრამ“ 41-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – გიორგი პაპუაშვილმა დააახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ჩავარდნა აქვს – ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო, 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ გორის „დილას“ (რომელსაც ტურის მატჩი არ უთამაშია) 7 ქულით ჩამორჩება. „გაგრა“ (21) კი მე-8 პოზიციაზეა.
მე-20 ტურის დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი 11 აგვისტოს გაიმართება – „სამგურალი“ „დილას“ წყალტუბოში უმასპინძლებს. რაც შეეხება „ტორპედოსა“ და „იბერიას“ შეხვედრას, დედაქალაქელების ევროთასებზე თამაშის გამო მატჩი გადაიდო და 18 სექტემბერს გაიმართება.
11 აგვისტო
17:00 | „სამგურალი“ – „დილა“
წყალტუბო, „26 მაისი“
18 სექტემბერი
21:00 | „ტორპედო“ – „იბერია“
ქუთაისი, რამაზ შენგელია