ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში გუშინ დილით მოთავსებულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ სამედიცინო დაწესებულებებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.
ტესტების პასუხები უარყოფითია.
ამასთან, დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 18 600-ზე მეტ პირს. კარანტინში რჩება 1 125, საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა 8 439-მა მოქალაქემ.