ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 37 პირს​​ კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 37 პირს​​ კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების კლინიკებში გუშინ დილით მოთავსებულ 37 პირს​​ კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ სამედიცინო დაწესებულებებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.

ტესტების პასუხები უარყოფითია.

ამასთან, დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 18 600-ზე მეტ პირს. კარანტინში რჩება 1 125, საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა 8 439-მა მოქალაქემ.