ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 18 ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ საეჭვო რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულია 18 პირი. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 9 656 პირს ჩაუტარდა.
იკვლევენ ასევე ყველა პირს, ვინც საკარანტინო სივრცეს ტოვებს. აჭარაში დღეისათვის კარანტინში იმყოფება 1 136 პირი. ჯამში კი, იზოლაციის ზონები დატოვა 6 136-მა პირმა.