ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ კორონავირუსზე 18 ანალიზის პასუხს ელოდებიან

11:00, 19.05.2020

ბათუმის „ცხელების კლინიკებში“ საეჭვო რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულია 18 პირი. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 9 656 პირს ჩაუტარდა.

იკვლევენ ასევე ყველა პირს, ვინც საკარანტინო სივრცეს ტოვებს. აჭარაში დღეისათვის კარანტინში იმყოფება 1 136 პირი. ჯამში კი, იზოლაციის ზონები დატოვა 6 136-მა პირმა.

მსგავსი