ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ გამოკვლეულ 30 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს ჰოსპიტალიზებულ 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში დღეს გამოკვლეული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
ინფიცირების ახალი შემთხვევა აჭარაში უკვე 20 დღეა არ ფიქსირდება. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში „პისიარ“ ტესტებით 9 700-მდე პირია გამოკვლეული.