ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ გამოკვლეულ 30 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:34, 20.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს ჰოსპიტალიზებულ 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში დღეს გამოკვლეული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

ინფიცირების ახალი შემთხვევა აჭარაში უკვე 20 დღეა არ ფიქსირდება. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში „პისიარ“ ტესტებით 9 700-მდე პირია გამოკვლეული.

მსგავსი