ბათუმის ცხელების ცენტრებში რესპირატორული სიმპტომებით დღეს მოთავსებული 27 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევის შედეგები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 15 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა 23 მაისს დატოვეს.