ბათუმის ცხელების ცენტრებში 27 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:24, 07.06.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში რესპირატორული სიმპტომებით დღეს მოთავსებული 27 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევის შედეგები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 15 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა 23 მაისს დატოვეს.

მსგავსი