ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს საეჭვო სიმპტომებით 29 მოქალაქემ მიაკითხა
ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს 29 მოქალაქემ მიაკითხა. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
ყველა მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
აჭარაში მე-17 დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. რეგიონში სულ 9000-მდე პირს ჩაუტარდა ტესტი. კლინიკაში რჩება სამი ინფიცირებული.