ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს საეჭვო სიმპტომებით 29 მოქალაქემ მიაკითხა

12:35, 17.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს 29 მოქალაქემ მიაკითხა. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ყველა მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

აჭარაში მე-17 დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. რეგიონში სულ 9000-მდე პირს ჩაუტარდა ტესტი. კლინიკაში რჩება სამი ინფიცირებული.

მსგავსი