ბათუმის ბულვარში, ელექტრომობილის შეჯახების შედეგად ორი ტურისტი დაშავდა
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ქვეით ტურისტს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთერთი მათგანი-ებრაელი ტურისტი ქალი რეფერალურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მას ფეხი აქვს მოტეხილი. მსუბუქად დაშავდა მეორე ტურისტი.
“ტურისტები ფეხით სეირნობდნენ, როცა მათ ელექტრომობილი დაეჯახა, ელექტრომობილით ტურისტების სხვა ჯგუფი სეირნობდა. ტურისტი ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, ათეულობით საქმეა აღძრული ანალოგიურ შემთხვევებზე, სწორედ ამიტომ მიიღო ბულვარის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილების აკრძალვის თაობაზე”-განაცხადა პირველ არხთან ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ სოფო გუჯაბიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.