ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება
ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება

ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10,50 დოლარამდე დღეში. მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ხელისუფლება ქალაქის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრის თვიდან გეგმავს.

ვენეციის ვიზიტორთა 80%-ზე მეტი ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის.

ჯამში, იტალიის ქალაქს 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.