ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან სამშენებლო მასალით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან სამშენებლო მასალით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან სამშენებლო მასალით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომანქანამ ჩახერგა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზა გადაკეტილი იყო. თითქმის ერთსაათიანი შეფერხების შემდეგ, გზა გაიხსნა.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.