ბათუმი ჭადრაკში ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს
ბათუმი ჭადრაკში ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში 34 ქვეყნის 304 მოჭადრაკე, მათ შორის 32 ქართველი ასპარეზობს.
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.
ჩემპიონატის გახსნას დღეს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი დაესწრო.
ბათუმი კონტინენტის პირველობას უკვე მეორედ მასპინძლობს, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.