დღეს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 38-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა, რამაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდა – ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს „ზიმო – 7“ ახორციელებს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან აჭარის საავტომობილო გზების სამსახური უფროსი ირაკლი მაჩალაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.