ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა

დღეს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 38-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა, რამაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდა – ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდით სამუშაოებს „ზიმო – 7“ ახორციელებს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან აჭარის საავტომობილო გზების სამსახური უფროსი ირაკლი მაჩალაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.