„ბასკონიამ“ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონთან წააგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა
საკალათბურთო „ევროლიგის“ მეორე წრე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მარცხით დაიწყო. ვიტორიული კლუბი ტურნირის მომქედ ჩემპიონს, „ფენერბახჩეს“ ესტუმრა და ხუთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 74-79 დამარცხდა. ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი თავის გუნდში კვლავ საუკეთესო იყო. შენგელიამ 27:44 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თოკომ 5 დან 4 ორქულიანი და 9 დან 7 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, 1 სამქულიანი კი ააცილა. „ფენერბახჩემ“ გადამწყვეტი უპირატესობა, თამაშის ბოლო 3 წუთში მოიპოვა. ამ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მარკო გუდურიჩმა და ბრედ ვანამეიკერმა შეიტანეს, რომლებმაც საჭირო მომენტებში ზუსტად ისროლეს და შესაბამისად, 18 და 16 ქულა მოაგროვეს. 16 ტურის შემდეგ, „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზეა. პედრო მარტინესის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ დარბაზში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.