„ბასკონია“ საკუთარ არენაზე „ზენიტთან“ დამარცხდა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 23 ნოემბერს ერთი შეხვედრა შედგა. „ბასკონიამ“ საკუთარ არენაზე „ზენიტს“ უმასპინძლა და მეტოქესთან 7 ქულის სხვაობით 70:77 დამარცხდა.

შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც რუსულმა გუნდმა 24-15 მოიგო და შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის მეორე ტაიმში ესპანელებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლეს და მიმდინარე სეზონზე „ევროლიგაზე“ რიგით მე-5 მატჩი წააგეს.

„ზენიტის” რიგებში საუკეთესო 18 ქულითა და 8 მოხსნით პონიტკა გამოდგა. 14 ქულით დაასრულა მატჩი პოიტრესმა. „ბასკონიას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 15 ქულა გიედრაიტისის ანგარიშზეა.