არაბული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ასადის ოჯახმა სავარაუდოდ სირია დატოვა და თეირანს შეაფარა თავი
ბაშარ ასადის ოჯახმა სავარაუდოდ სირია დატოვა და თეირანს შეაფარა თავი. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე არაბულენოვანი სააგენტო ავრცელებს, თუმცა ბაშარ ასადის მიერ სირიის დატოვების ცნობებს დეზინფრმაციას უწოდებენ რუსი დეპუტატები, რომლებიც სირიაში იმყოფებიან.
„სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იმყოფება დამასკოში, ჩვენ მასთან შეხვედრას, შექმნილი ვითარების განხილვას ვგეგმვათ, რათა სირიის ხალხს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სირიის პარლამენტთან ურთიერთობების ჯგუფის კოორდინატორმა, დიმიტრი საბლინმა.
სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, დასავლელი მოკავშირეები სირიაში ქიმიურ შეტევაზე საპასუხოდ ერთობლივ იერიშის განხორციელებას კვირის ბოლომდე გეგმავენ. 9 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაზე იერიშის გადაწყვეტილებას 48 საათში მიიღებს.