ბაშარ ასადი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს
ბაშარ ასადი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ელჩთან შეხვედრაზე გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, კიმ ჩენ ინი მიაღწევს შედეგს და ორი კორეა გაერთიანდება. ჩვენ უახლოეს ხანში ვეწვევით ჩრდილოეთ კორეას“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.

მისივე თქმით, დამასკო განაგრძობს ფხენიანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპი შეხვდება. მოლაპარაკებები სინგაპურშია დაგეგმილი. მანამდე, 31 მაისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის საგარეო საქ,ეთ მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.