ბაშარ ასადი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელისთვის გაკვეთილი იყო
ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელისთვის გაკვეთილი იყო, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრისას განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დამასკოში ჩავიდა, სადაც სირიის პრეზიდენტს შეხვდა.
არაღჩისთან შეხვედრისას, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში, ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული მეორე სარაკეტო თავდასხმა, მათთვის „გაკვეთილი“ იყო.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. სამხედრო ობიექტებთან ერთად მასირებული იერიშების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილიც გახდა.