ბაშარ ალ-ასადი - ვაფასებთ ჩინეთის ძალისხმევას სირიისა და სხვა არაბული ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებაში
ბაშარ ალ-ასადი - ვაფასებთ ჩინეთის ძალისხმევას სირიისა და სხვა არაბული ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებაში

ვაფასებთ ჩინეთის ძალისხმევას სირიისა და სხვა არაბული ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა დამასკოში ჩინეთის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა.

სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფასებს ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას სირიის ეროვნული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

ასადის თქმით, ჩინეთის წარმატებული შუამავლობა საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციაზე.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, დამასკო მიესალმება იმ აზრს, რომ ჩინეთმა ითამაშოს უფრო დიდი როლი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაში.