ბარსელონაში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე შეტაკებები მოხდა, დაშავდა 20 სამართალდამცველი, დაკავებულია რვა დემონსტრანტი
ბარსელონაში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, დაშავებულია 20 სამართალდამცველი, დაკავებულია რვა დემონსტრანტი. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.
პოლიციის ცნობით, აქციაზე 70 000 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, აქციაზე ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა, დემონსტრანტებმა დააზიანეს მაღაზიები, რომლებსაც, მათი თქმით, ისრაელთან კავშირი ჰქონდათ.
ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე მადრიდსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში.
ამასთან, დემონსტრაციები გაიმართა რომსა და ლისაბონში.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.