„ბარსელონა“ - „მანჩესტერის“ მატჩის დირექტორი ქართველია
„ბარსელონა“ - „მანჩესტერის“ მატჩის დირექტორი ქართველია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრაში დღეს „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

ჩვენი საერთო სიამაყის მიზეზი სხვაა – მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდის დაპირისპირების გაძღოლა ქართველს დაევალა. ეს პიროვნება ახალგაზრდა მენეჯერი ირაკლი ნაკაიძეა, რომელიც დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უეფა-ს დირექტორი იქნება, ანუ შეხვედრის მთავარი ოფიციალური პირი და მატჩის დირექტორი.

ირაკლი ნაკაიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია და დიდი ხანია, რაც საერთაშორისო შეხვედრებს ემსახურება. იყო არაერთი დიდი შეჯიბრების ორგანიზატორი, მათ შორის, 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩის (ბარსელონა – სევილიას) ერთ-ერთი მთავარი პირი.

„ბარსელონა“ – „მანჩესტერის“ პირველი დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.