„ბარსელონა“ მზად არის „ინტერს“ ალესანდრო ბასტონიში გაუცვალოს ჟორდი ალბა, – იტყობინება ESPN.
„ინტერი“ ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელიც ესპანელი ფეხბურთელით ინტერესდება, კატალონური კლუბი კი მზად არის გაუშვას 32 წლის ფეხბურთელი მისი მაღალი ხელფასის გამო.
„ბარსელონას“ სურვილია, პოტენციურ გარიგებაში ჩართოს ბასტონი, მაგრამ, ამასთან, თავად ალბა არ აპირებს ამ ზაფხულს „ბარსელონადან“ წასვლას.