იმობილემ შეიძლება კარიერა „ინტერში“ გააგრძელოს #1TVSPORT
იმობილემ შეიძლება კარიერა „ინტერში“ გააგრძელოს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი „ინტერი“ „ლაციოს“ ფორვარდით, ჩირო იმობილეთია დაინტერესებული, – ამის შესახებ წერს გამოცემა Tuttosport-ი.

წყაროს ცნობით, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის წინ მილანური კლუბის წარმომადგენლები რამდენიმე ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ, მათ შორის, მარკ სომელას, რომელიც იმობილეს ინტერესებს წარმოადგენს.

იტყობინებიან, რომ „ინტერი“ ზაფხულში ოფიციალურად მიმართავს „ლაციოს“ გამოცდილი ფორვარდის თაობაზე, მაგრამ კლუბის გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის. 34 წლის იმობილეს კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის წლიური ხელფასი 7.4 მილიონ ევროს შეადგენს.

დღეისთვის იმობილეს სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, შვიდ მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში მან 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.