„ინტერმა“ მილანურ დერბიში გაიმარჯვა და მე-20 სკუდეტო მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ინტერმა“ მილანურ დერბიში გაიმარჯვა და მე-20 სკუდეტო მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ინტერმა“ მილანურ დერბიში სტუმრად დაამარცხა „მილანი“ და ვადაზე ადრე გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

„ნერაძურის“ რიგებში გოლები გაიტანეს ფრანჩესკო აჩერბიმ (მე-18 წუთი) და მარკუს ტურამმა (49). მატჩის ბოლოს „მილანმა“ ფიკაიო ტომორის გოლით უპასუხა. საბოლოოდ, „ინტერმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ინტერმა“ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა მილანურ დერბიში, რითიც გაიმეორა ამ დაპირისპირებაში სარეკორდო სერია. ადრე „მილანმა“ ორჯერ შეძლო  თანაქალაქელის ზედიზედ ექვსჯერ დამარცხება (1911-1913 და 1946-1948).

„ინტერი“ მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით გაასწრო „მილანს“, რომელსაც 19 სკუდეტო აქვს. ორ მილანურ კლუბზე წინ მხოლოდ „იუვენტუსია“ 36 ჩემპიონობით.