ლაუტარო მარტინესი სერია A-ს წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლაუტარო მარტინესი სერია A-ს წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

„ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი სერია A-ს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება იტალიის ჩემპიონატის პრესსამსახური.

26 წლის არგენტინელმა ფორვარდმა 33 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ასევე, მან ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში მარტინესი „ინტერთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

სერია A-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „ბოლონიის“ 23 წლის ფორვარდი ჯოშუა ზირკზე აღიარეს.