ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან მეზობლები, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე ბარნოვის ქუჩაზე, გამრეკელაშვილის საცხოვრებელ სახლში ხმაური გაიგეს.
სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობა მის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს ედება ბრალად. მკვლელობის გარდა ბაქრაძეს ასევე გამოძიება ექვს სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება.
ვეფხია ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.
მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.